სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მე-7 დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.
სოზარ სუბარის თქმით, დირექტორის მოადგილის მიმართ მიღებული იქნა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გათავისუფლდა თანამდებობიდან.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, სუბარის თქმით, ეს არის სფერო, სადაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას.
"სიმართლე გითხრათ, წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც მინისტრი ვარ, არ დამინიშნავს არც ერთი დირექტორი, რომლის დანიშვნას არ მოჰყოლოდა პროტესტი, შიმშილობა და თვითდაზიანებები და შემდეგ იგივე ადამიანის მოხსნას არ მოჰყოლოდა იგივე შედეგი. ამიტომაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას ვერიდებით", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






