ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ კალაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივას ეხამურება.
თამარ ჟვანიას თქმით, ვიცე-პრმეიერის ინიციატივის განხორციელება არჩევნებამდე ვერ მოესწრება.
“ბატონი კახა კალაძის ინიციატივა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს უფრო სამომავლო პერსპექტივის მქონეა, ვინაიდან ინიციატივა კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს ეხება, რადგან ნორმის ამოღება ან შეცვლა ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია და არა ცსკ-ის. ჩვენ უკვე ვსწავლობთ დმანისის ფაქტს, უკვე გვაქვს ინიციატივა მომზადებული და დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვადების თვალსაზრისით არსებობს გარკვეული შეუსაბამობა კანდიდატის მოხსნასა და სიის მოხსნას შორის, ამდენად ჩვენ ზუსტად, დადგენილებით აღვწერთ პროცესს, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პარტიული სიის მოხსნა”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
კახა კალაძემ ცესკ-ოს გუშინ მიმართა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა გამოვიდეს იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, კენჭისყრიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






