მიხეილ დარჩიაშვილი აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ენდრიუ ვებერს შეხვდა
პოლიტიკა - 21:53, 02 Jun, 2014     1256
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ენდრიუ ვებერს შეხვდა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებებნ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ დარჩიაშვილი სტუმრებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებზე ესაუბრა. დარჩიაშვილმა მათ თავდაცვის სფეროში.

განხორციელებული რეფორმები და თავდაცვის ტრანსფორმაციის გეგმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობის საკითხებს. როგორც მიხეილ დარჩიაშვილმა აღნიშნა, მალე საქართველოს ნატოსთან თავსებადი ჩBღN-ის ქვედანაყოფი ეყოლება, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ოპერირებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებს.

"ენდრიუ ვებერს ის გეგმები გავაცანით, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამ მიმართულებით გაგვაჩნია. მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთი მნიშვნელოვანი ქვედანაყოფის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ჩBღN-ის უსაფრთხოებაზე სპეციალიზირებული. ვცდილობთ, ეს შესაძლებლობა ნატოსთან თავსებადობის სრული დაცვით განვავითაროთ. ამ ქვედანაყოფს უახლოეს პერიოდში ექნება სრული შესაძლებლობა, მაქსიმალურად მოახდინოს ოპერირება ალიანსის ძალებთან" - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

მხარეებმა შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც გამახვილდა.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ. განვსაზღვრეთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებიც, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული ურყევი და შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტსა და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მხარდაჭერას უცხადებს. ასევე, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი სწრაფვას.
ვისაუბრეთ CBRN საფრთხეებისთვის მზადყოფნისა და კრიზისებზე რეაგირების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიზისებზე რეაგირება იქნება ეს მასობრივი განადგურების იარაღი, ტერორიზმი თუ სტიქიური უბედურება. პრეზიდენტ ობამას და თავდაცვის მდივნის ჰეგელის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის პატივია საქართველოში ვიზიტი და თავდაცვის სამინისტროში დიდი ხნის პარტნიორებთან შეხვედრა", - განაცხადა ვებერმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42