აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ეთნიკური საფრთხის წინაშე დგანან
პოლიტიკა - 20:28, 02 Jun, 2014     1929

აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ეთნიკური საფრთხის წინაშე დგანან. არაღაირებული პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ გალის რაიონში ე.წ. აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის პორცესი აქტიურდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მაქსიმალურად არის გამკაცრებული კონტროლი, გახშირებულია ზეწოლისა და მუქარის შემთხვევებიც.

ოკუპირებულ რეგიონში მყოფ ეთნიკურ ქართველებს ახლა ერთადერთი კითხვა აწუხებთ, ემუქრებათ თუ არა მათ ახალი დეფაქტო ხელისუფლების არჩევის შემთხვევაში, აფხაზეთიდან გასახლება.

ოპოზიციის პრორუსი ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელიც არაღირებული პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად იბრძვის რეგიონის ეთნიკური ქართველებისგან გაწმენდის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, თუმცა "მოამბის" მიერ აღწერილ ექსკუზიურ სატელეფონი ინტერვიუში ამ თემასთან დაკავშირებით მისი ტონი შედარებით შერბილებულია.

ბოლო მონაცემებით აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის შემადგენლობა თითქმის მთლიანად გადამდგარია. ოპოზიციის ერთკვირიანი აქციების დასრულების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, გალის მოსახლეობას გასახლების არანაირი საფრთხე არ ემუქრება და საუბარია მხოლოდ კანონმდებლობაში დაშვებულ გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრაზე.

„გალის მოსახლეობას არაფერი ემუქრება, უბრალოდ გვინდა ყველაფერი ჩვენი კანონმდებლობის ჩარჩოში მოვაქციოთ, ის ნორმები რომელიც კანონში დევს უნდა შესრულდეს, სხვა მოთხოვნები არ გვაქვს, არც ჩვენი და არც ქართული კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი არ არსებობს, ამიტომ რატომ უნდა დავუშავთ გამონაკლისი გალის მოსახლეობისთვის, აფხაზეთის მოქალაქებს შეუძლიათ ჰქონდეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა. ჩვენი კომისიები გალის რაიონში კანონდარღვევით გასცემდენენ პასპორტებს, რაიონის მოსახლეობა ამაში დამნაშავე არ არის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2015 წლის 1 იანვირდან ახალი პასპორტების გაცემა დაიწყება, იმათზე ვინც აფხაზეთის მოქალაქეა, ისინი კი ვინც საქართველოს მოქალაქეები არიან სპეციალაური სტატუსით ცხოვრების უფლებით ისარგებლებენ, აქედან მათ გაყრას არავინ აპირებს, რაც შეეხება იმას, ვიყრი თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე, დრო გვიჩვენებს, საჭიროა კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და ეს კონსულტაციები უახლოეს ხანებში გაიმართება",- განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

„დადიან ხაჯიმბას ბანდფორმირებები სოფლებში, ატარებენ აღწერას, უვარდებიან მოსახლეობას, აშინებენ, ატერორებენ, უკვე ამოიღეს 1500-მდე აფხაზური პირადობის მოწმობა და ყველას თანდათან, უახლოეს დღეებში ყველას ჩამოერთმევა ეს პირადობის მოწმობებიო, ქართველ მოსახლოებას ემუქრება უდიდესი საფრთხე იქიდან ემუქრება გამოყრა და საკუთარ სამშობლოში მესამეჯერ დევნილობა, ეს გადაუვალი პროცესია“,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42