ირაკლი ალასანია ბერძენ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 18:17, 02 Jun, 2014     1322
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 3 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეს, ირაკლი ალასანია ბერძენმა კოლეგამ დიმიტრიოს ავრამოპულოსმა მიიღო. შეხვედრას ასევე დაესწრო, საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი.

ოფიციალური დახვედრის ცერემონია საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. პირისპირ შეხვედრისას მინისტრებმა საბერძნეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და ლოგისტიკის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესს. შეხვედრის მთავარი თემები იყო ასევე, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციასა და 2014 წლის შემდეგ "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (ღესოლუტე შუპპორტ) მისიაში საქართველოს ჩართვა.
ირაკლი ალასანიამ მასპინძლებს ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ასეულის გაგზავნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეები რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.

ირაკლი ალასანიამ ბერძენ კოლეგას დიმიტრიოს ავრამოპულოსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ბერძენი დამკვირვებლების ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ ყოვლისმომცველად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობას საბერძნეთთან. საბერძნეთი არის ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ნატოში ინტეგრაციის. დღეს ჩვენ შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება, რომ უფრო ღრმად განვავითაროთ ურთიერთობები თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების და სამხედრო განათლების მიღების კუთხით. მომავალში ჩვენი ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო კუთხით იქნება განვითარებული.
მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ჩვენი ორმხირივი ურთიერთობების დინამიკა იქნება ძალიან ინტენსიური" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან ევანგელოს მეიმარაკისთან და ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ევანგელოს ვენიზელოსთან. ირაკლი ალასანიამ უცნობი ჯარისკაცის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42