ბოკერია: ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში აფხაზეთის დაკარგვა მტკნარი სიცრუეა
პოლიტიკა - 18:10, 02 Jun, 2014     2228

საქართელოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ კონცეფცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთის დაკარგვას ნიშნავს, რუსეთთან დაკავშირებული ძალების მხრიდან არის შემოგდებული:

"ჯერ კიდევ 2008 წლის დასაწყისში რუსეთთან დაკავშირებული ძალების მხრიდან იქნა შემოგდებული კონცეფცია, რომ ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთის დაკარგვას ნიშნავს და ამიტომ უნდა დავფიქრდეთ. ეს არის, ფაქტობრივად, მტკნარი სიცრუე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის სამიზნეა მთელი ქართული სახელმწიფო. დღეს მას ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%. სვლა ნატო-სა და ევროპისკენ არის ჩვენი სუვერენიტეტის, თავისუფლების გადარჩენის გზა. საბოლოო ჯამში, შეიძლება არამყისიერად ამ ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება, რადგან რუსეთის სამიზნე არ იყო აფხაზეთი, მით უფრო ცხინვალის რეგიონი, მისი სამიზნე მთელი საქართველოა. მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენივე გუნდის შეთავაზებული იყო კონცეფცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს, რომ ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ავტომატურად გავრცელდება. არის ამისი ისტორიული მაგალითები, ყველაზე დიდი მაგალითია გერმანიის მაგალითი, როცა დასავლეთ გერმანია არასდროს ცნობდა აღმოსავლეთ გერმანიას ლეგიტიმურ სახელმწიფოდ, არც მის მთავრობას ცნობდა ლეგიტიმურად, მაგრამ ის აგრძელებდა საკუთარი თავისუფლების დაცვას, განვითარებას და საბოლოო ჯამში ბერლინის კედელი დაინგრა. არსებობს სხვა ანალოგიებიც", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42