ნანუკა ჟორჟოლიანი -მინდა, რომ ამ ისტორიამ დამტოვოს იმიტომ, რომ აღარ შემიძლია ამით სიარული
სოც.მედია - 17:54, 02 Jun, 2014     6883
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის მეშვეობით, ვაკეში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება.

„რამდენიმე დღის წინ მოხდა საშინელი ტრაგედია. ბავშვი ფანჯრიდან გადახტა. მოზარდი გოგო. თითქმის მარიამის ასაკის. დედასთან კონფლიქტის შემდეგ.. არც კი მინდა წარმოვიდგინო, გავიაზრო იმ დედის მდგომარეობა, რომელმაც ეს დაინახა და შვილს ზუსტად იმავე ფანჯრიდან გადაჰყვა. საბედნიეროდ (რაც საკამათოა,) გადარჩა. საკამათოა იმიტომ, რომ ალბათ იმ უბედურ გოგოს, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა ერჩივნა მის შვილთან ერთად ყოფნა. ამ ისტორიას ვერ ვიშორებ უკვე დღეებია. საკმარისია დავწვე და თვალი დავხუჭო წარმოვიდგენ ყველა იმ ბავშვს, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა. ეს ბავშვი მარიამის სკოლელი იყო. წარმოვიდგენ იმ ეზოს, როგორ ისხდნენ ალბათ კიბეზე...

ბიბილოთეკაში და სასადილოში, რომლის დიდი ფანჯრებიდანაც უყურებდნენ ერთად დიდ ეზოს.. ეზოს სავსე მომღიმარი და ბედნიერი ბავშვებით! ბავშვებით, რომლებსაც ძალიან უყვართ იქ ყოფნა.. რაღაცნაირად განსხვავებულ გარემოში. ლაღი და ძალიან ჯანმრთელი ბავშვებით. იქ ასწავლიან მათ გუნდური ცხოვრების თამაშის წესებს და ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ ერთად.. ახლა, რომ წარმოვიდგენ: როგორი სიჩუმეა ალბათ იქ ტანში მზარავს. ახლა რომ წარმოვიდგენ, რომ ბავშვმა, რომელიც მარიამის თანატოლი იყო ცხოვრება თვითონ დაისრულა აღარ მინდა არაფერი და რასაც ვერ წარმოვიდგენ არის დღე, როდესაც ბავშვის დედა თვალებს გაახელს და .... მინდა ყველა ბავშვს მოვეფერო გულით. ამერიკული სკოლის ყველა მოსწავლეს! მინდა, რომ ამ ისტორიამ დამტოვოს იმიტომ, რომ აღარ შემიძლია ამით სიარული! და ამ ბავშვებმა მალე შეძლონ ამის დავიწყება! და მინდა, რომ ყველას შვილი კარგად ჰყავდეს! ყველას ! ახლა კი ყველაზე მეტად მინდა იმ დედამ, რომელიც საავადმყოფოშია ჯერ კიდევ შეძლოს! შეძლოს ამ საშინელი ისტორიით არსებობა“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42