გიგა ბოკერია: "პრემიერ-მინისტრი აკეთებს სამარცხვინო, კატასტროფულ და უპასუხიმგებლო განცხადებებს"
პოლიტიკა - 18:02, 02 Jun, 2014     1859
ირაკლი ღარიბაშვილი ამ ბოლო დღეებში პოლიტიკურ შხამს ანთხევს, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას.

"პრემიერ-მინისტრი აკეთებს სამარცხვინო, კატასტროფულ, აბსოლუტურად უპასუხიმგებლო განცხადებებს, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას და ქართულ დემოკრატიას წინ დახვდება, ისეთ პოლიტიკურ შხამს ანთხევს ამ ბოლო დღეებში. ნორმალურია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას სურს არჩევნებში გამარჯვება და არ იქნება გასაკვირი, თუკი მმართველი ძალის ლიდერი იტყვის, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ მის რიტორიკაში მკაფიოდ ჩანს ის თუ რა ხდება. მან განაცხადა, რომ არ დაუშვებს სხვის გამარჯვებას, თქვა, რომ პლანტაციებში მონებად უნდა ამუშაოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ძალადობა არის გაზრდილი, ძალადობის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული და როცა ხდება დაშინების გზით კონკურენციიდან კანდიდატებს ჩამოშორება. ამ ფონზე განცხადება იმის შესახებ, რომ სხვის გამარჯვებას არ დავუშვებთ, არის ღია დადასტურება იმისა, რაც ხდება – პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და არაკონკურენტული საარჩევნო გარემო", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე "ქართული ოცნება" ღია სიგნალს მიიღებს ამომრჩევლისგან, რადგან მან წელიწადნახევრის განმავლობაში ხალხს თავი დაამახსოვრა უნიათობით, სიზარმაცით, კრიმინალისა და უმუშევრობის ზრდით და საკუთარი თავისთვის პრემიების დარიგებით.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42