პუტინს თუ ეცოდინება, რომ შანტაჟი საქართველოზე გაჭრის, ყოველ მოსახვევში გამოიყენებს - ნიკა რურუა
სოც.მედია - 17:43, 02 Jun, 2014     1148
კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბილკაში ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლო რეზულტატებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ნებისმიერი დანაშაულებრივი გეგმისა, რომელსაც რუსეთიდან უნდა ველოდოთ, საქართველომ არ უნდა თქვას უარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.

,,რამდენიმე სანდო ადამიანმა შეშფოთებულმა მომმართა აფხაზეთში, სეპარატისტულ-საოკუპაციო ხელისუფლებაში ანქვაბის ხაჯიმბათი შეცვლის შესაძლო რეზულტატებზე. მთავარი საკითხი მათ სიტყვებში იყო ის, რომ რუსეთი ახალ მარიონეტს, ხაჯიმბას დაავალებს გალის რაიონიდან ეთნიკური ქართველების გამოძევების, ანუ ხელახალი ეთნიკური წმენდის ჩატარებას, თუ საქართველო ხელს მოაწერს ევროპის კავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას.

მეც არ გამოვირიცხავ ამგვარ განვითარებას, მაგრამ მიუხედავად ამ დანაშაულებრივი გეგმისა, თუ ის ნამდვილად არსებობს, საქართველომ არაფრის დიდებით არ უნდა თქვას ამ ისტორიულ გარღვევაზე, ანუ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი - ასეთი უარი საქართველოს სუვერენიტეტზე უარის თქმის ტოლფასი იქნება, ვინაიდან გალის რეგიონში დარჩენილი ქართული მოსახლეობის გამოძევების საფრთხე მუდმივად ეფექტურ საშანტაჟო ინსტრუმენტად იქცევა პუტინის რუსეთის ხელში. ის ამ იარაღს, თუ ეცოდინება, რომ საქართველოზე ეს შანტაჟი გაჭრის, ყოველ მოსახვევში გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ.

ასე რომ, ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი საქართველოს დამოუკიდებელ, თავისუფალ და უსაფრთხო მომავალზე უარის თქმაა. რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ტკივილი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონისა, ეს ტკივილი ასატანია მთლიანი ქვეყნის, ერის და მისი მომავლის გულისათვის.

არანაირი შანტაჟი არ გავა, თუ მტერს ეცოდინება, რომ ყველანაირ ტკივილს ავიტანთ სამშობლოს თავისუფალი მომავლისათვის“, - წერს ნიკა რურუა ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42