„ბუქარესტში საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობით, ალიანსმა სავალალო შეცდომა დაუშვა“
პოლიტიკა - 16:47, 02 Jun, 2014     1643

ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ერთერთი მოხსენება საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის შესახებ ლიტვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ამჟამად კი ქვეყნის დელეგაციის წევრმა ნატოში რასა იუკნევიჩენესმა წარუდგინა.

იუკნევიჩენესი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ასამბლეამ რეზოლუცია ლიტვის დელეგაციის წინადადებით მიიღო:

„მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატოს ვერ ავალდებულებს, გზავნილს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მიცემის საკითხი უკვე „მაგიდაზე დევს“, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, ლიტველები, თქვენს გვერდით ვართ და გვჯერა, რომ ნატომ არ უნდა გადაუხვიოს გაფართოების პროცესს და ყურად უნდა იღოს იმ კანდიდატი ქვეყნების სურვილი, ვისაც ალიანსში გაწევრიანება სურს. სწორედ ეს არის ნატოს ღია პოლიტიკის არსი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მიუცემლობით ალიანსმა დაუშვა სავალალო შეცდომა, რომლის შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის. რუსეთი ალიანსის მხრიდან ყოველგვარი პროვოცირების გარეშეც დაესხა საქართველოს თავს. შედეგად საქართველო მაპის გარეშეც დარჩა და რუსეთის აგრესიაც იწვნია. აი, ამიტომ ვთვლით, რომ ახლა უკვე აუცილებელია, საქართველოსკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა.

წინ საკმაოდ მწვავე ბრძოლები გელით. ვითარებას საღი თვალით შეხედეთ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მიუხედავად მისი სტატუსისა, მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია“, - აცხადებს იუკნევიჩენესი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42