კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობას არანაირი საჭიროება არ აქვს იმისა, რომ არჩევნები გააყალბოს,- „ და ამას არც ვიკადრებთ“.
ვიცე-პრემიერი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს.
"სასაცილოა ეს განცხადებები, უბრალოდ, ამ განცხადებებს როდესაც ვისმენ ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა, ყველას კარგად გახსოვთ. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ხელისუფლებას, მთავრობას, არანაირი საჭიროება არ გვაქვს იმის, რომ არჩევნები გავაყალბოთ და ამას არც ვიკადრებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" კვლევებს ხშირად ატარებს და მათ კარგად იციან რეიტინგები, თუ ვის რა რეიტინგი და შესაძლებლობა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






