"გერმანიის კანცლერ ანკელა მერკელისგან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა მივიღეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის უნდა გაღრმავდეს ვაჭრობა, ეკონომიკა, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.
"შეხვედრაზე ანგელა მერკელმა გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს ვიზიტი დიდ მნიშვნელობას იძენს, საქართველო-გერმანიის ურთიერთობების კონტექსტში.
ჩვენ ქვეყნებს მეგობრობის ხანძგრძლივი ტრადიცია აკავშირებს. ჩვენ გერმანიის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. 27 ივლისს ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავდივართ. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა მივიღეთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების პროცესში გაღრმავდება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვენლოვანია, საქართველოსთვის.
"შეხვედრაზე ჩვენ გავაცანით ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, რომელიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით გვჯერა, რომ უფრო მეტად გავაღრმავებთ ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს. ჩვენ ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდით ამ მიმართულებით, რამაც რეალური შედეგი გამოიღო. ამან აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს სტაბილური და კონსტრუქციული მთავრობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






