დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გიგი უგულავას თბილისის მერის თანამდებობაზე აღდგენის შუამდგომლობას დააყენებს.
უგულავას ადვოკატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რის საფუძველზეც უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა, შესაბამისად, უგულავა თანამდებობაზე უნდა დაბრუნდეს.
"საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რომლებსაც 2013 წლის დეკემბერში დაეყრდნო მოსამართლე გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. რამდენადაც ეს ნორმები არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც უგულავას შეუჩერდა უფლებამოსილება, არის გასაუქმებელი. დღეს დაცვის მხარე დააყენებს ამ შუამდგლომლობას, რომ გაუქმდეს 2013 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უგულავას დაბრუნებას", - აღნიშნა ბასილაიამ.
23 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მისი უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა.მასალის გამოყენების პირობები






