ოპოზიცია სენაკში არსებულ ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებს ასაჯაროებს
პოლიტიკა - 15:46, 02 Jun, 2014     818

„ნაციონალური მოძრაობა“ სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ ნეპოტიზმსა და კორუფციის ფაქტებზე საუბრობს. ოპოზიცია კონკრეტული ფაქტებს ასაჯაროებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, საქმე ეხება „ქართული ოცნების“ სენაკის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბის უფროსის, დემურ გადელიას ბიზნესინტერესებს.

„ბატონი დემური, პოლიტიკური აქტივობის პარალელურად, გახლავთ სააქციო საოზოგადოება „არქეოპოლისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 239862038) სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და მისი ფაქტობრივი მფლობელი. გარდა ამისა, მან თავის ძმისშვილ იოსებ გადელიას დააფუძნებინა შპს „ინდიკო“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 239862298) და მასთან ერთად ოჯახურ ტანდემში იმარჯვებს გზის საფარის დაგების, თითქმის ყველა ტენდერში, რომელიც დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტის მიერ არის გამოცხადებული.

2013-14 წლის წლებში ამ კომპანიებმა 14-14 ტენდერში გაიმარჯვეს და სს. „არქეოპოლისმა“ მიიღო საერთო ჯამში 12 730 684 ლარი, ხოლო შპს „ინდიკომ“ 5 384 176 ლარი. უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიები უმეტეს შემთხვევაში ან ერთადერთი მონაწილეები იყვნენ ან ერთმანეთს უწევდნენ „კონკურენციას“. იყო შემთხვევები, როდესაც მათ დაკვეთა გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაციის გზით მიიღეს. ყოველივე ეს ცალსახად აღძრავს ეჭვს სატენდერო კომისიების მხრიდან „ქართული ოცნების“ რეგიონული ლიდერის ხელოვნურად მხარდაჭერასა და ბიძა-ძმისშვილს შორის გარიგებაზე.

ზემოთ აღწერილის ზუსტ მაგალითს ვხედავთ დღეს სამ მუნიციპალიტეტში, სადაც გამოცხადებულია გზის საფარის დაგების ტენდერები, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტი (ნომერი SPA140010626) 2 222 090 ლარზე, აბაშის მუნიციპალიტეტი (ნომერიSPA140010946) 1 078 062 და მარტვილის მუნიციპალიტეტი (ნომერი SPA140011068) 240 000 ლარზე. სენაკსა და მარტვილში საარჩევნო შტაბის უფროსის კომპანია ერთადერთი მონაწილეა, ხოლო აბაშაში მას „კონკურენციას“ საკუთარი ძმისშვილი უწევს. გამომდინარე გამოცდილებიდან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დემურ გადელია თავისი ფირმის ბიუჯეტს კიდევ 3,5 მილიონი ლარით შეავსებს.

ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირების ჯიბეში მიდიოდა",- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42