საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
„სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს მარიხუანას მოხმარებაზე. სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს. იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არანიარი ნარკოტოკის მომხმარებელი ციხეში არ უნდა ჯდებოდეს, თუმცა ეს არ ეხებათ ე.წ. ბარიგებს. ეს ცალკე თემა და საკითხია. მარტო მე ვერ შევცვლი ამ კანონს. არ მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი დეპუტატი ფიქრობს ჩემსავით. ამნისტიის ამბავი შემიძლია, გავიხსენო. ამ პერიოდში ორჯერ მომიხდა გამოსვლა პარლამენტში იმისთვის, რომ ამნისტია ნარკოტიკის მომხმარებლებსაც შეჰხებოდათ. ამ მუხლზე დიდი ხანი გავიჭედეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ და ინიცირება არ უნდა მოვახდინოთ. შეიძლება, იმის მერე შეიცვალა რამე“,- განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






