ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკერს შეხვდა
პოლიტიკა - 15:11, 02 Jun, 2014     2125

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ოფიციალური მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების კუთხით.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან, ისტორიულ მომენტში ჩემი გერმანიაში მოწვევისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისთვის",- განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

მისივე თქმით, გერმანია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, რომლის ძალისხმევითაც არაერთხელ მოხერხდა საფრთხეების განეიტრალება.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებსა და მათი გადაწყვეტის სამშვიდობო გეგმებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს. გამოითქვა კმაყოფილება, რომ 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას.

მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. როგორც აღინიშნა, გარკვეულ პერიოდში არსებული ვაკუუმის შემდეგ, გერმანელი მრეწველები საქართველოთი დაინტერესდნენ. გამოითქვა იმედი, რომ ბერლინში მიმდინარე ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42