გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 14:31, 02 Jun, 2014     1322

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამების საკითხებში ენდრიუ ვებერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ენდრიუ ვებერმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ყანდაგარში გაიღეს, ასევე ISAF-ის მისიის მხარდაჭერისა და მასობრივი განადგურების იარაღისა და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევით პარტნიორობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ქვეყნის პირველმა პირმა ენდრიუ ვებერი ბიოუსაფრთხოების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში, ასევე გლობალური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აქტიურ ჩაბმულობასა და ქვეყნის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42