პრემიერმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
პოლიტიკა - 14:20, 02 Jun, 2014     1030

''ცოტა ხანში მომეცემა საშუალება ჩემი მადლიერება გადავცე გერმანიის კანცლერს და მასთან ერთად განვიხილო თანამშრომლობის გზები, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყნებს და, მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე ნატოს შორის'', - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაური დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა. მან მადლობა გადაუხადა კონრად ადენაუერის ფონდს ინიციატივისთვის და კონფერენციის მონაწილეებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ამოქმედდა ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცვლილებები განხორციელდა საგანანმანათლებლო სფეროში, ჯანდაცვაში, მიღწეულია წინსვლა თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.

“ამ რეფორმების პროცესის წყალობით საქართველომ ცხადყო, რომ ის არის გერმანიის, ევროკავშირისა და ნატოს სტაბილური, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი. ჩენი მიზანია, გავხდეთ კონსტრუქციული მხარე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე აქტიურად შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოსვლის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა კითხვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.

“კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რამდენად სწრაფად და რამდენად შორს შეგვიძლია წინსვლა? გასულ კვირას ევროკავშირის მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს თავისი მოსაზრება ევროპის მომავალთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს საქართველოს მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ უდიდეს დემოკრატიულ პრაქტიკაში,” - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

კონფერენციაში -“საქართველოს ევროპული გზა” დიპლომატები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და ქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42