საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავიტ ჯალაღანია აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალის მიზანი არ არის მაინცდამაინც ახალი სახელმწიფოების წარმოქმნას შეუწყოს ხელი მსოფლიო რუკაზე. ამის შესახებ ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა:
"ბატონმა ანქვაბმაც რომ არ თქვას, ფაქტია, საოკუპაციო ძალის მიზანი არ არის მაინცდამაინც ახალი სახელმწიფოების წარმოქმნას შეუწყოს ხელი მსოფლიო რუკაზე, არამედ ეს არის მისი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაცია და ამას შეიძლება ჰქონდეს თავისი ეტაპები. შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოდელი ანექსია, ანუ გაუქმება იმ ე.წ. ფიქციური, მათ მიერვე აღიარებული დამოუკიდებლობის და უკვე ამ ტერიტორიების დაკანონება ერთი ქვეყნის შემადგენლობაში, მით უმეტეს ამის პრეცედენტი მაგალითი უკვე გვაქვს ჩვენი მეზობელი, მეგობარი ქვეყის ტერიტორიის ნაწილთან მიმართებაში. ამდენად ეს დაფიქრების, შეშფოთების, შესაბამისი რეაგირების საგანია", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






