გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერის საკითხს გამოეხმაურა.
ტუღუში მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება კომიკურია, რაც მისივე თქმით, ქვეყნის იმიჯს ძალიან აზიანებს.
„სასაცილოდ გამოიყურება მთელი ქვეყანა. როგორ შეიძლება, იყოს დავა კონსტიტუციაზე პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტს შორის?! კონსტიტუციაში ნათლად წერია ყველაფერი. რაც მეტხანს გაგრძელდება ეს კამათი, მეტ ზიანს მოუტანს ის ქვეყანას. არ არის ასე საჯაროდ გამოსატანი ასეთი ტიპის დაპირისპირებები. თუ ერთი გუნდია, იყოს ერთი. მეტი კორექტულობა მართებთ ერთმანეთთან ურთიერთობაში! პოლიტიკა არ გულისხმობს, რომ ყველა ერთმანეთის ძმაკაცი უნდა იყოს, თუმცა ასეთ საკითხზე საუბრისას, პირველ რიგში, პრემიერმა და სხვა პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ და სხვა ჩარჩოებში ილაპარაკონ“,- განაცხადა ტუღუშმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში სტუმრობისას.
მასალის გამოყენების პირობები






