საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით საქართველოს პრემიერმინისტრის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
"ქალბატონი მერკელის მოწვევით უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მეორედ ხვდება პრემიერმინისტრი გერმანიის კანცლერს და განიხილება როგორც ორმხრივი ასევე, მრავალმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის. საუბარი შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, ინვესტიციების გაზრდას საქართველოში, მაგრამ ასევე, საუბარი იქნება უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ერთობლივ მონაწილეობაზე გერმანის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ნატოს ოპერაციებში ავღანეთში. ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა, ასოცირების შეთანხმების მერე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






