„აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ქართული მხარე ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მზადაა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაცით, ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 16-17 ივნისს გაიმართება.
„საინტერესო განცხადება გაკეთდა იმასათან დაკავშირებით, რომ საერთოდ, აფხაზეთის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს ყველაფერი იმ კონტექსტში უნდა იყოს წაკითხული, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ე.წ. ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები რუსეთის ჩარევის ფონზე მიმდინარეობდა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და იმაზე მიანიშნებს, რომ ეს პროცესი მთლიანად უმართავი არ იყო. ის განცხადებები, რომელიც ისმის რუსეთთან შესაძლო მიერთებასთან დაკავშირებით, ასევე აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ჩვენს შეშფოთებას და წუხილს არ იმსახურებდეს. ამიტომ, ვსაუბრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მეტად აქტიურად უნდა იყოს ჩართული, ყველა საერთაშორისო მექანიზმი უნდა იყოს ამოქმედებული“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, საგარეო უწყებას მუდმივი კონსულტაციები აქვს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან.
„ჟენევის შემდგომი რაუნდი, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, სწორედ ამ საკითხებზე იქნება. თანათავმჯდომარეებთან მზაობა გამოვთქვი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ შემდეგ რაუნდში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






