ამერიკის შეერთებული სტატების ელჩმა საქართველოში რიცარდ ნორლანდმა ქბრბ მსოფლიო კონგრესს საქართველოში სესიის ჩატარება მიულოცა, ჟურნალისტებთან კი სესიის ცატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“ვულოცავ კონგრესს ამ სესიის საქართველოში ჩატარებას სამი მიზეზით. პირველი – თუ აქამდე არ გამოგიცდიათ, ამ კვირაში ნამდვილად გექნებათ შესაძლებლობა ცნობილი ქართული მასპინძლობა გამოსცადოთ. მეორე – ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო მზარდად ხდება ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საქმიანობისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს კონგრესი აქ ტარდება. მოდი ვაღიაროთ, რომ საქართველო გახდა ნიმუში ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც ამ შეკრებაზე განიხილება, ქვეყანა სადაც პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმები მყარ ფესვებს იდგამს, კორუფცია უმრავლეს დონეზე აღმოიფხვრა. ეს არის ქვეყანა რომელიც, შეიძლება წარმოადგენდეს ნიმუშს, რეგიონში ქბრბ გაუვრცელებლობის უსაფრთხოების თემაზე, იმ დროს, როდესაც უსაფრთხოება ყველას აღელვებს”, – განაცხადა ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






