საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკანიანის განცხადებით, აფხაზეთში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები არაკანონიერია და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებული არ იქნება.
“იმ სიტუააციას, რომელიც შეიქმნა, ჩვენი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით, ჩვენ მუდმივად გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან, შიდა ფარული დაპირისპირება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობდა, იმით დასრულდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან მჭიდროდ კორდინაციულ საქმიანობას იმისთვის, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია. კერძოდ, ჩვენი მთავარი წუხილი იქითკენაა მიმართული, რომ იქ შექმნილი სიტუაცია, ეთნიკურ ქართველებს არ შეეხოს, რომლებიც ძირითადად გალის რაიონსა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება”, - განაცხადა ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






