აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქბრბ უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ვებერმა თბილისში, სასტუმრო “რედისონში” გამართულ კონგრესზე განაცხადა, რომ საქართველო მასობრივი განადგურების იარაღის აღკვეთის სფეროში რეგიონში ლიდერია:
“საქართველო მრავალი წლის განმავლობაში რეგიონში ლიდერია, იქნება ეს მასობრივი განადგურების იარაღის აღკვეთის თუ ქიმიური საფრთხის შემცირების სფეროში. საქართველოში 1999 წლიდან ჩამოვდივარ და მაშინ ჩვენ ვმუშაობდით გამდიდრებული ურანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. საქართველოს შესაძლებლობებს ვაძლიერებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ უკეთ შეძლოს ბირთვული კონტრაბანდის აღკვეთა და ასევე უკეთესად გაუწიოს მონოტორინგი ინფექციურ დაავადებებს, შეამციროს ბიოლოგიური საფრთხე. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხში”, - განაცხადა ვებერმა და დასძინა, რომ კონგერესში მონაწილეობს ორგანიზაცია, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია.
მასალის გამოყენების პირობები






