სახიფათო ტენდერები თავდაცვის სამინისტროში
პოლიტიკა - 23:54, 01 Jun, 2014     3165
რატომ ჩატარდა თავდაცვის უწყებაში ტენდერი ღია წესით და რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს ,არპანივ“-ის მიერ მომორაგებული რუსეთში წარმოებული აკუმულატორები ქართული სამხედრო ტექნიკისთვის.

,,ნიუპოსტი“ თავდაცვის უწყების ტენდერის არა ფინანსური, არამედ უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა.

როგორც წესი, თავდაცვის სამინისტროში არსებობს ღია და საიდუმლო შესყიდვები. სამხედრო ტექნიკისთვის, რომელიც ჯარის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, რატომღაც საბურავების და აკუმულატორების შეძენა მოხდა ღია ტენდერით.

გამოცხადდა 8 ტენდერი და ყველა მათგანი მოიგო სომხურმა კომპანია ,,არპანივ“-მა (Arpaniv LLC), რომელიც საქართველოში, პირველი ტენდერის გამოცხადებიდან ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ,,არპანივ“-თან ერთად ტენდერში მონაწილეობდა ,,თეგეტა მოტორსი“, ხოლო ტენდერში გამარჯვებული ,,არპანივი“ გახდა.

კომპანიის ირგვლივ ინფორმაცია ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ 10 მილიონიანი ბრუნვა აქვს მითითებული, მის შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის მეშვეობით ვერ მოხერხდა, კომპანიას არ გააჩნია არც ვებ-გვერდი და სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული გრაფა ვებ-გვერდის შესახებ, შესაბამისად, ცარიელია. ერთადერთი, სადაც ,,არპანივ“-ი იძებნება ეს არის ,,ერევნის ყვითელი ფურცლები“, რომელშიც მითითებულია კომპანიის ერევნის მისამართი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც ამავე გვერდზეა მითითებული არის ის, რომ ,,არპანივ“-ი დაკავებულია საბურავებისა და აკუმულატორების რეექსპორტით რუსეთიდან, ჩინეთიდან და ტაილანდიდან, ანუ ის არ არის მწარმოებელი - ის არის გადამყიდველი.

რა კავშირი აქვს აღნიშნული სომხური კომპანიის შემოსვლას თვდაცვის უწყების უსაფრთხოებასთან, მითუმეტეს ღია ტენდერის წესით?

სომხეთსა და საქართველოს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, მაგრამ საკითხი ეხება თავდაცვის სფეროს.

ცნობისათვის, სომხეთი არის ოდკბ-ს წევრი ქვეყანა (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) - რუსული სამხედრო ალიანსის, სწორედ აქ ჩნდება პირველი კითხვა - რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული სომხური კომპანიიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის ყიდვა და მეორე - გვჭირდება კი მტრულად განწყობილ ქვეყანაში - რუსეთში წარმოებული საბურავები და აკუმულატორები?

ეს არ არის მი-8 ტიპის ვერტმფრენის ტრანსმისია, რომელსაც მხოლო პერმის ქარხანა უშვებს. ეს არის საბურავები და აკუმულატორები, რომლის შეძენა ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება, მათ შორის არის ,,თეგეტა მოტორსის“ უზარმაზარი კომპანია, ,,მათე მოტორსი“, ქართული კომპანიები, რომლებიც ანალოგიური საქმით არიან დაკავებულნი.

რაც შეეხება თავდაცვის სამინსიტროს შესყდვების სპეციფიკას - ზოგადად ასეთი შესყიდვები არის საიდუმლო. პროცედურებით ჩვეულებრივად ყიდულობ, მაგრამ არსებულ კომპანიებს აქვთ დაშვება საიდუმლოსთან მუშაობაზე. ის, თუ რა ზომის სახბურავები და რა ტიპის აკუმულატორებია საჭირო სამხედრო ტექნიკაზე და ა.შ. კომპანიებს უნდა ჰქონდეთ კონტრდაზვერვისგან მიღებული დაშვება საიდუმლოზე. როგორც აღვნიშნეთ, კომპანია ,,არპანივ“-ს დაშვება რ აქვს საიდუმლოზე, რადგან ადგილი ჰქონდა ღია ტენდერს.

თავის დროზე თავდაცვის უწყებაში ეს იყო დაფარული. აგვისტოს ომის შემდეგ ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, კომპანიას საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა დაშვება ჯარისთვის არამცთუ სამხედრო ნაწილების, არამედ ჭიქების შესყიდვის დროსაც კი.

რაც შეეხება ტენდერის სახიფათო მხარეს - თუკი ჩვენ ქართული ჯარის ავტომანქანებისთვის ვყიდულობთ აკუმულატორებს მტრულად განწყობილი მეზობელი სახელმწიფო რუსეთიდან, რატომ არ უნდა დავუშვათ ის, რომ რუსეთმა თუნდაც ვადაგასული აკუმულატორი გამოგიგზავნოს და სამხედრო მანქანებს პრბლემები შეექმნას?

აქვე, მაგალითისთვის, ჩვენს უახლეს ისტორიას შეიძლება გადავხედოთ:

ცნობილია, რომ 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, რუსებმა საქართველოს მიჰყიდეს ავტომატები, რომელსაც რუმინულ ავტომატებად იყო ცნობილი. რეალურად, ეს იყო რუსული წარმოების. ცნობისათვის, ეს არის ორი ტიპის ავტომატი, ერთი არის შეღებილი, ხოლო მეორე - როგორც რუსები უწოდებენ ,,варанение“ - სპეციალურ ღუმელებში შედის ნაწილები და ის იღებს შავ ფერს. ე.წ. ,,რუმინული“ ხოლო რეალურად რუსული ავტომატები სწორედ ამგვარად იყო შეღებილი. ამ ტიპის შეიარაღების გამოყენება მიზანშეწონილად ითვლება იქ, სადაც მშრალი ჰავაა. გამომდინარე ზღვისპირეთიდან და იქინდა, რომ სოხუმი მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, ყველა ეს ავტომატი რამდენიმე დღეში ჟანგდებოდა... ამ ავტომატის გამო დაიღუპა ბევრი ქართველი მებრძოლი.

საქართველომ ამის გაკვეთილი ჯერ კიდევ 1993 წელს მიიღო რუსეთიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42