ანქვაბის მიმართვა აფხაზებს: აუცილებელია მოთმინება და პროვოკაციების არ აყოლა
პოლიტიკა - 20:54, 01 Jun, 2014     1561

თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც გადადგომის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთის მოსახლეობას სპეციალური წერილით მიმართავს. ,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ, ანქვაბის მიმართვის ქართულ თარგმანს.

„ძვირფასო თანამემამულენო, მოგმართავთ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგებიც შესაძლოა აფხაზეთისთვის დამანგრეველი გახდეს.

27 მაისს ოპოზიციამ მიტინგი ჩაატარა, რომლის შემდეგ პრეზიდენტის ადმიანისტრაციის, მთავრობისა და ტელევიზიის შენობების ძალისმიერი დაკავება მოხდა. ისინი ამ დრომდე დაკავებულია.

ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპრაკებების გამართვას ცდილობდა, რომელსაც საკოოდრინაციო საბჭო ხელმძღვანელობს, თუმცა მცდელობამ კომპრომისული გადაწვეტილების მიღებისკენ ვერ მიგვიყვანა.

მე და ჩემს კოლეგებს გვესმოდა და გვესმის, რომ სტაბილურობის შენარჩუნება ორივე მხარეს არ სურდა, მათ საპირისპირო მითითება ჰქონდათ.

თუმცა ჩემთვის, როგორც ქვეყნის მეთაურისთვის, კანონიერი პრეზიდენტსთვის, რომელსაც მოსახლეობის ბედზე პასუხისმგებლობა აკისრია და მოქალაქეებმა საკუთარი და მათი შვილების სიცოცხლე ანდეს, უმთავრესი იყო და რჩება მხოლოდ ერთი – სამოქალქო სიმშვიდის შენარჩუნება, სისხლისღვრის არიდება. ეს საშიშროება კი შექმნილ ვითარებაში ძალზედ მაღალია– ხელისუფლებისთვის იბრძვიან ძალები, რომლებსაც ვერაფერი შეაჩერებთ და რომლებიც საკუთარი ამბციების დასაკმაყოფილებლად ადამიანების, საკუთარი თანამემამულეების სიცოცხლესაც გაწირავენ. მათ შორის აფხაზეთის თავისუფლებას.

ალექსანდრე ანქვაბისთვის თანამდებობა, მათ შორის პრეზიდენტის თანამდებობა უზენაეს ღირებულებას არ წარმოადგენს. სხვაგვარად რომ იყოს, მე მოვიქცეოდი ისე როგორც ჩვენი ოპონენტები იქცევიან.

თქვენ პირველივე დღიდან ხედავთ, კონკრეტულად რა ამოძრავებს ოპოზოცას– ეს არის კაბინეტების განაწილება. მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. საუბარი რაიმე სახის რეფორმებზე არ მიდის. მათი ნამდვილი ინტერესები და მადა ყოველდღიურად გაიზრდება. ამ მადის უკან გაცილებით დიდი რამ იმალება: საშიშროება აფხაზთის სახელმწიფოსთვის. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში მარტივია, დაკარგო საცხოვრებელი სივრცე – აფხაზეთი შეიძლება გაქრეს.

შემიძლია დავამატო : დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტზე თავდასხმების უკან ის ძალები დგანან, რომლებიც ოპოზიციას მატერიალურად და მორალურად უჭერენ მხარს. სახელმწიფო გადატრიალების ერთ–ერთი ამოცანა აღნიშნულ საქმეებზე ბრალდებულების გათავისუფლებაა.

ცნობილია ისიც, რომ ანქვაბის ფიზიკური ლიკვიდირება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავების დროსაც იყო ჩაფიქრებული.

ძვირფასო თანამემამულენო!

მთელი ეს დღეები მე აფხაზეთში ვიმყოფები, არსად გავმგზავრებულვარ. მოლაპრაკებებს ვმართავდი, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, საზოგადეობის წარმომადგენლებს ვხდებოდი. ჩემთვის არ იყო მარტივი ჩემი მომხრეების, ამომრჩევლების, ხალხის დარწმუნება, რომ ემოციამ არ უნდა გადაწონოს, რომ შეტაკება ნებისმიერი მეთოდით უნდა ავირიდოთ.

ხალხი შეშფოთებულია კონსტიტუციის უგულებელყოფით, მორალური ნორმების დარღვევით, ოპოზიციის აგრესიული განწყობითა და პრეზდენტის ადმინისტრაციასთან საზეიმო ცეკვების მოწყობით, როგორც საკუთარ ხალხზე გამარჯვების ზეიმით.

ამავდროულად, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა, პროვოკაციების არ აყოლა. სწორედ კატასტროფის აცილების მიზნით, მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ კრიტიკულ ვითარებაში შეშფოთებას გამოთქვამდა, თავი შეიკავონ სახალხო კრების გამართვისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ პოზიციას გაგებით მოეკიდებით და რაოდენ არ უნდა გაგიჭირდეთ დაეთანხმეთ მას.

ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი და ეჭვი არ მეპარება მხარდაჭერის გულწრფელობაში. ამ დღეებში ასობით შეტყობინება მივიღე, ასობით ზარი ადამიანებისგან რომლებსაც პირადად ვიცნობ. თუმცა უმრავლესობა იყო ისეთი ადამიანები რომლებსაც არ ვიცნობ. მათმა დამოკიდებულებამ ჩემდამი, ქვეყნის ბედისადმი გული ამიჩუყა. კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, რომ ჩვენი შრომა ფუჭი არ იყო, რაღაცით მაინც დავეხმარეთ ადამიანებს. სხვაგვარად არც არასოდეს მიმუშავია.

დღეს, საზოაგდოების წარმომადგენლებთან, ამომრჩევლებთან, თანამოაზრეებთან უამრავი კონსულტაციების შემდეგ მე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. ის არ პასუხობს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის განწყობას, მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიჩნევ რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა .

პარლამენტის უკანასკნელი აქტები კონსტიტუციას არ შეესაბამება. თუმცა, ამ პირობებში მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას მივიჩნევ პოლიტიკურად მისაღებად, თუმცა ისიც არაკანონიერია – ეს არის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.

აქედან გამომდინარე, ქვეყნაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსიტიტუციის 65–ე მუხლის თანახმად, მე აფხაზეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდექი.

მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებასა და ნორმალურ ვითარებაში არჩევნების ჩატარებისკენ.

ა. ანქვაბ

აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

2014 წლის 1 ივნისი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42