აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა RTV-ისთან ინტერვიუში საუბრისას.
აფხაზეთში პროცესები კრემლიდან იმართება, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბრძოლა მიმდინარეობს ხელისუფლებისთვის და კრემლი ფსონს მხოლოდ მისთვის სასურველ სიტუაციაზე და არა პერსონებზე დებს.
"ის ადამიანები, რომელბიც აფხაზეთში მოთხოვნებს აყენებენ აცხადებენ ,რომ აფხაზეთში მცხოვრებ გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი ღირებულბებით მანიპულირება კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეცვალა საკუთარი პოლიტიკა და დამოკიდებულება აფხაზურ ურთიერთობებში. მაშინ როდესაც ჩვენ ვთავაზობტ აფხაზებს დიალოგს და ყველა საკითხის განხილვას, რომლის საშუალებაც მათ წინა მთავრობისგან არ მიეცათ. მე ვფიქრობ იმ ფონზე, როდესაც გამყოფ ხაზზე მოხსნილია ყველანაირი დაძაბულობა არ იკარგებიან ადამიანები და არ არსებობს რაიმე სახის ეჭვი ტერორისტული აქტებისა, ეს კი ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება. ზუსტად 2012-ი შემდეგ და არა მანამდე, ამ ფონზე გალის რაიონში მცხოვრები მოაქლაქეებზე ზეწოლა არაადეკვატურია და არ შეესაბამება შერიგებისა და კონფლიქტის მოგვარების განწყობას. აფხაზეთში ახლა ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის, იქ პოლიტიკური ელიტა ჰომოგენურია. ერთადერთი რაც არ უნდა მოხდეს, არის ის, რომ ამ ბრძოლაში ადგილობრივი მოსახლეობა არ იყოს ჩართული. ვიმედოვნებთ, რომ იქ ვითარება დარეგულირდება და მოსახლეობას მინიმუმ მიეცემა ისეთი ცხოვრები საშუალება, როგორიც აქამდე იყო. მოკოვი აფხაზეთში საკუთარ წესებს ადგენს. საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, აფხაზეთი ჩვენ რუსეთის საშუალებით გვეკონტაქტება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, არის თუ არა ოკუპირებული აფხაზეთი . ახლა იქ არცერთ მხარეს არ შეუძლია საქართველოს სახელთ სპეკულირება,"-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






