ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითაღაირებული აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გადადგა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ანქვაბმა გადაწყვეტილება სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა იმ საბაბით, რომ ანქვაბი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, მათ შორის მთავრობის დათხოვნის შესახებ, 24 აგვისტოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. აგრეთვე ე.წ. პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დააკისრა სახალხო კრების სპიკერს ვალერია ბგანბას.
დღესვე ბგანბამ განაცხადა, რომ ის აპირებს შეხვედრას ანქვაბთან გუდაუთის სამხედრო ბაზაზე. ,,ახლა მე მივემგზავრები უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ნუგზარ აშუმბასთან ერთად ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩთან, დღეს მე მას ვესაუბრე ტელეფონით და ავუხსენი სიტუაცია, რაზეც მან მიპასუხა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ,,ეგ შენი არჩევანია““, - განაცხადა ბგანბამ.
მასალის გამოყენების პირობები






