სოფელ წინარეხში კასპის მაჟორიტარ პარლამენტარს დავით ონოფრიშვილს უხარისხოდ შესრულებული, სასმელი წყლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოებით შეწუხებული მოსახლეობა დახვდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარლამენტარი ცდილობდა, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რაიონის გამგებლობის კანდიდატის და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის მხარდასაჭერად მოსახლეობა მიეწვია. ონოფრიშვილს, 2013 წლის შემოდგომაზე სოფლისთვის 240 ათასი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით გაწეული ძალისხმევა ,,დაბინძურებულ სასმელ წყალში ,,ჩაუყარეს”.
,,მოგივლით, 41 ნომერს დაუჭირეთ მხარი, კაცია აგერ მოსული, რომელიც თქვენი იქნება“, - მიმართა დავით ონოფრიშვილმა ამომრჩეველს.
_ქალბატონები, ვინც არ მიცნობს, გალინას ძმიშვილი ვარ, მჭედლიშვილის
_ვიცით, ბატონო, ვიცით...
_ვის უნდა მივცე ხმა, გაჭირებულები ვართ, ყველა მაღაზიაში ვალები მაქვს...
წყარო: qartli.ge
მასალის გამოყენების პირობები






