თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა იმ საბაბით, რომ ანქვაბი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, მათ შორის მთავრობის დათხოვნის შესახებ, 24 აგვისტოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. აგრეთვე ე.წ. პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დააკისრა სახალხო კრების სპიკერს ვალერია ბგანბას.
დღესვე ბგანბამ განაცხადა, რომ ის აპირებს შეხვედრას ანქვაბთან გუდაუთის სამხედრო ბაზაზე. ,,ახლა მე მივემგზავრები უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ნუგზარ აშუმბასთან ერთად ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩთან, დღეს მე მას ვესაუბრე ტელეფონით და ავუხსენი სიტუაცია, რაზეც მან მიპასუხა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ,,ეგ შენი არჩევანია““, - განაცხადა ბგანბამ.
შეხვედრის შემდეგ დაემორჩილება თუ არა ანქვაბი თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწვეტილებას, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა ნუგზარ აშუბა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ძალადობრივი გზით მოხდა ხელისუფლების შეცვლა, გაუგებარია, რაზე შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, ,,მათ თავინთ მიზანს მიაღწიეს“ - ამბობს აშუბა.
მასალის გამოყენების პირობები






