ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 30 მაისს მიღებული რეზოლუცია
პოლიტიკა - 18:28, 31 May, 2014     2203

ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეა ვილნიუსში 30 მაისს მუღებულ რეზოლუციას აქვეყნებს:

„ნატო–ს საპარლამენტო ანსამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ალიანსი თორმეტი დამფუძნებელი ქვეყნის მიერ 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, ნატო არის სტაბილურობის დამცველი ევროატლანტიკურ სივრცეში. ალიანსი კვლავ იზიდავს ახალ მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ კოლექტიური თავდაცვის და საერთო ფასეულობების, პიროვნული თავისუფლების და კანონის უზენაესობის დაცვის ვალდებულებებს.

ასამბლეა შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ნატო–ს წევრობის 15 წლის იუბილეს ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი აღნიშნავს. 10 წლისთავს ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია, 5 წლისთავს კი ალბანეთი და ხორვატია.

ასამბლეა დარწმუნებულია, რომ ნატოს გაფართოება ცალსახა წარმატებაა, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი სტაბილურობის და კეთილდღეობისთვის ევროპაში, ისევე, როგორც კატალიზატორი დემოკრატიის კონსოლიდაციისა, კანონის უზენაესობის გამყარების, ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოს გაფართოება არანაირ საფრთხეს არ უქმნის რომელიმე სხვა ქვეყანას, პირიქით აძლიერებს უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელ ევროატლანტიკურ რეგიონში;

ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, ნატო–ს ახალი წევრი ქვეყნების პოზიტიურ წვლილს ალიანსის თავდაცვისუნარიანობაში.

ანსამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკის შესახებ.

ანსამბლეა ულოცავს ალბანეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვის, ლიტვას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას თავიანთი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკური ალიანსში გაერთიენების იუბილეს.

ანსამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებს და პარლამენტებს მოუწოდებს:

კიდევ ერთხელ მტკიცედ დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერა და ევროატლანტიკური პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლების ისწრაფვიან გახდნენ ნატო–ს წევრი ქვეყნები. გააღრმავოს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან. აღიაროს ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი და განიხილოს ნატო–ს გაფარტთოების შემდეგი ნაბიჯები ალიანსის მომავალ სამიტზე უელსში, იმ შედეგების საფუძველზე რომლის გადახედვაც დასრულდება 2014 წლის ივნისში.

ანსამბლეა ალიანსის მთავრობებს და პარლამენტებს მოუწოდებს:

დაიცვას ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებილი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, და დაუახლოვოს საქართველო ალიანსს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებით.

გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები, რათა დაეხმაროს ბოსნია და ჰერცოგოვინას სამოქმედო გეგმის მისაღწევად აუცილებელი პირობების შესრულებაში. გაუხსნას გზა მონტენეგროს გახდეს ალიანსის წევრი. დაეხმაროს იუგოსლავიას ალიანსში გაწევრიანებისთვის. გაუწიოს ყველა ასპირანტ ქვეყნას ის დახმარება რისი შესაძლებლობაც არსებობს, რათა დაეხმაროს მათ თავიანთი მიზნის – NATO–ში გაწევრიანების მისაღწევად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42