საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ წერს და საუბრობს იმაზე თუ „რა ხრწნის ქვეყანას“:
„ქვეყანას ხრწნის არა ანტიდისკრიმინაციული კანონი, ან საერთოდ რომელიმე კანონმდებლობა... ქვეყანას ხრწნის ნარკომანია და მისი ოჯახის მიერ გადამალვა სირცხვილის გამო ... ქვეყანას ხრწნის უცხოეთში წასული დედების არ ყოფნა ოჯახში და ოჯახის თავის და შვილების უმუშევრობა და გაზარმაცება; ქვეყანას ხრწნის ყველაზე უფრო ტყუილი, რომელშიდაც ვცხოვრობთ აწი უკვე ოცი წელია და ჩვენ თავთან მარტო დარჩენილიც რომ არ ვაღიარებთ. ქვეყანას ხრწნის ფარისევლობა, რომელიც ასე დაგვეუფლა და თავი მოყავს ვითომდა ახალ ეკლესიურ აღორძინებად; ქვეყანას ხრწნის ბავშვების საზოგადოებისგან და კიდევ უფრო პოლიტელიტისგან მივიწყება - თავიანთ გახშირებული ნარკოდაავადებებით - და ინვალიდების ქალაქიდან განდევნა და გადამალვა... ქვეყანას ხრწნის კარიერისტობა და ძალაუფლების გამყარებისთვის გაუთავებელად ყველაფრის დათმობა და ყველა პრინციპზე ხელის აღება. ქვეყანას ხრწნის მდიდრებისგან სიმდიდრის ქვეყნისთვის არათუ გამოყენება, არამედ ღირსებად მისი წარმოჩენა. ქვეყანას ხრწნის ჩვენი ცალცალკე ყოფნა, გაუთავებელი ლანძღვა-გინება და ამავე დროს საფუძვლიანი კრიტიკის არ ატანა... და კიდევ რამდენი რამ ხრწნის ქვეყანას რისი მოწმეებიც ვართ ყოველდღიურად და თვალებს ვხუჭავთ და სულ სხვა რამეს ვაბრალებთ ჩვენ თავს ოღონდ არა ... ასე უფრო ადვილია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






