ირაკლი ღარიბაშვილი ფოლკლორისტებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:24, 31 May, 2014     1418

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოლკლორის ცენტრის რეგიონული ქსელის შექმნის ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში, ადგილობრივ ფოლკლორისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა ქართული ფოლკლორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ ფოლკლორში დაგროვილმა საუნჯემ მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა სურვილი, ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგელობა რეგიონული მნიშვნელობის გახდეს და ფოლკლორის ცენტრის საქმიანობა დასავლეთ საქართველოში ოზურგეთიდან წარიმართოს.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ შენობა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ფოლკლორის ცენტრს საქმიანობისთვის გადასცა, საკმარისი მოცულობისაა, რომ მოეწყოს შესაბამისად, გაკეთდეს საგამოფენო სივრცე, რაც დამთვალიერებლებს, ქართულ ფოლკლორზე სრულ წარმოდგენას შეუქმნის. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი პროექტის მომზადება ფოლკლორის ცენტრის დირექტორს, გიორგი დონაძეს დაავალა დაფოლკლორის ცენტრის რეგიონული ქსელის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს ხელს შეუწყობს ადგილზე ნიჭიერი ბავშვების გამოვლენას, მათ შემდგომი აღზრდა-განვითარების შესაძლებლობის გაჩენას, პროფესიულ წინსვლასა და ჩამოყალიბებას.

„ჩვენ ამ ქსელის შექმნით დასაბამს დავუდებთ ქართულ ფოლკლორსა და გალობა-სიმღერაში ახალი თაობის შექმნას, რაც აუცილებელი და საშვილიშვილო საქმეა ჩვენი მომავლისთვის.ფოლკლორის ცენტრის ბაზაზე სწავლა სრულიად უფასო იქნება. ქართული ფოლკლორი ქვეყნის მთელი კულტურის საფუძველს წარმოადგენს და მისი დაცვა-განვითარება კულტურის ყველა დარგის განვითარების წინაპირობაა. ფოლკლორში ყველაზე კარგად არის დაცული ჩვენი ეროვნული იდენტობა და მისი შენარჩუნება ჩვენი უდიდესი ვალია“, - განაცხადა პრემიერმა ფოლკლორისტებთან შეხვედრისას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი დავალებით ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

პრემიერ-მინისტრმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი დაათვალიერა და მუზეუმის ხელმძღვანელს დაჰპირდა, რომ დაავალებს კულტურის სამინისტროს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნაშრომების სრული აკადემიური გამოცემის უზრუნველყოფას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42