საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია აცხადესბ, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზიის დღის წესრიგიდან „ჩამოჩოჩდა“:
„ცუდია ის, რომ ჩვენმა ახალმა ხელისუფლებამ დაკარგა ძალიან ბევრი დრო და წინააღმდეგობრივი სიგნლები გაუშვა. მთავრი წინააღმდეგობრივი სიგნალი იყო ის, რომ კონცეფცია გააჩნდათ, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომ ისინი ახერხებენ ვითარების ნორმალიზაციას, ანუ პრაქტიკულად სიგნალს აგზავნიდნენ, რომ რუსეთთან მიმართებაში საქმე კრგად მიდის. რა თქმა უნდა, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რა რეალობაც არის ჩვენს წინაშე. ამიტომ საქართველო ჩამოჩოჩდა დღის წესრიგიდან საერთაშორსო ასპარესზე. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიამ დიდ საფრთხეებთან ერთად მოგვცა ხელახალი შანსი ამ თემის აქტუალიზაციისა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების არააკოორდინირებულობისა და რწმენის არქონის გამო, ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას ადეკვატურად“, - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






