აქციაზე იმყოფებოდა ,,ახალი მემარჯვენეების“ და ,,თავისუფალი საქართელოს“ ბლოკის ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, რომელიც ემზარ კვიციანს მხარდაჭერას უცხადებს.
,,კვიციანი, რომელიც თავის რაზმთან ერთად გმირულად იცავდა კოდორის ხეობას ოკუპანტებისგან, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ პოლიტიკურ დევნილად აქცია. დააკავეს მისი და - ნორა კვიციანი, მუდმივ ზეწოლას განიცდიდა კვიციანების ოჯახი. თავად ემზარ კვიციანს საქართველოს დატოვება მოუწია.
ახალი ხელისუფლების პირობებში, სააკაშვილისგან დევნილი ემზარ კვიციანი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ის დააკავა და დღემდე საპატიმროში რჩება“, - აღნიშნა კუკავამ.
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ სოლიდარობას უცხადებს ემზარ კვიციანს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ მისი განსაკუთრებული ღვაწლი ქართული სახელმწიფოს წინაშე, სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მის სრულფასოვან რეაბილიტაციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






