საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ვილნიუსში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი შეკითხვა კვლავ ძალაშია: თუკი სამოქმედო გეგმა ან ნატო-ს წევრობა არ დგას დღის წესრიგში, მაშ რა დგას დღის წესრიგში?
"ჩვენი მთავარი შეკითხვა კვლავ ძალაშია: თუკი სამოქმედო გეგმა ან ნატო-ს წევრობა არ დგას დღის წესრიგში, მაშ რა დგას დღის წესრიგში? თუკი ჩვენ ვერ ვპასუხობთ ამ შეკითხვას, მაშინ ჩანს, რომ არ გვაქვს საფუძველი ვირწმუნოთ, რომ საქმე გვაქვს დემოკრატიულად პასუხისმგებელ საგარეო პოლიტიკასთან.მაგრამ თუკი აგრესიის თავიდან აცილების მიზანი მიღწეული იქნა ნატო-ს წევრობის გარეშეც, მაშინ ეს ალტერნატივა ნათლად უნდა იქნას ახსნილი ჩვენი მოკავშირეების მხრიდან, რათა ჩვენ ამ ვარიანტების კარგად აწონვის შესაძლებლობა გვქონდეს, ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა: "ჩვენ" - როგორც ევროპაში, "ჩვენ" - როგორც საქართველოში, "ჩვენ" - როგორც რუსეთში. თუ არავინ იცის, სად ვდგავართ, მაშინ ყველა შეეცდება ნიადაგი მოსინჯოს. თუკი საქართველო არ არის მნიშვნელოვანი, თუკი მოლდოვა არ არის მნიშვნელოვანი, თუკი უკრაინა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ რაღაა მნიშვნელოვანი?! უელსის სამიტი ამ სტრატეგიულ ვადას განგვისაზღვრავს პასუხის მისაღებად და ამიტომაც პასუხის გაცემა გარდაუვალია," – განცხადა თედო ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






