საქართვლოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ალიანსისადმი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია ევროპის ქვეყნების გამოხატავს განწყობას, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია.
"საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ არის მავალდებულებელი, მაგრამ ეს ევროპის ქვეყნების განწყობას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში. იმედი მაქვს, რომ პროცესები წავა სწორედ აქეთკენ. ეს არის დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ქვეყნების წარმომადგენლებისა, რომ ასე სურთ დაინახონ საქართველოს რეინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ეს გსურს, რა დაგვიდგება წინ? - ასე რომ, პროცესები წავა სწორი მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
30 მაისს, ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატო-ს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები






