ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ლესას მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 12:51, 31 May, 2014     1262

''სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა'', - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლესაში, სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

პროექტის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ მიაწოდა. მისი განმარტებით, სამუშაოები ივნისში დასრულდება, რის შემდეგადაც რეაბილიტირებული არხები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიცილაპიტეტების სოფლების 400-მდე ჰექტარი მიწის ფართობს მოემსახურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მელიორაცია სოფლის მეურნეობის განვითარების საკვანძო ელემენტს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე მოსავლიანობის ზრდა წარმოუდგენელია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო სამელიორაციო კომპანიის მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო სამუშაოები ტარდება, რომლის შედეგადაც მხოლოდ 2014 წელს დამატებით გასარწყავებული იქნება 100 ათასამდე ჰექტარი მიწის ფართობი.

მთავრობის მეთაური სოფლის მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაცნო. "ყველა რეგიონში ერთსა და იმავე პრობლემებს ვაწყდებით. რაც მთავარია ჩვენ გვაქვს ხედვა როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები. წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით განათლების სისტემაში, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ყველა რეგიონში უნდა აღორძინდეს ტრადიციული მეწარმეობა. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მეწარმეებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკა"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ადგილობრივებმა პრემიერს სოფლის გაზიფიცირება და ფერმებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სთხოვეს, რაშიც მან დახმარება აღუთქვა. ამასთან გაირკვა, რომ სოფელს ახალი საბავშვო ბაღი აუშენდება და მოხდება კულტურის სახლის რეკონსტრუქცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42