„მე თუ პოლიტიკაში წავალ ესე იგი არ ყოფილა თქვენი საშველი და ყველა უნდა დამნებდეთ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„ჭორები ქართულ მედიაში გამოჩნდა 2004 წელს. მაშინ მე ვიყავი 34 წლის, დღეს არის 2014 წელის, ამ ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ასობით პუბლიკაცია, კომენტარი გაკეთდა ამ თემაზე. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ მე პოლიტიკაში არ მივდივარ, თუ წავალ, ესე იგი არ ყოფილა თქვენი საშველი და ყველა უნდა დამნებდეთ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
ვასაძე ასევე უარყოფს ინფორმაციას თითქოს მას პოლიტიკაში მოსვლა პატრიარქმაც სთხოვა.
„მე შეიძლება როდესმე ვთქვი, რომ ჩემთვის ისევე როგორც უამრავი სხვა ქართველისთვის პატრიარქის სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პატრიარქს მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში არ უთქვამს პოლიტიკაში წადიო. არ მაინტერესებს პოლიტიკა, არ მჯერა მისი როგორც სპორტის სახეობის და არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას. 2024 წელს რომ შევხვდეთ, მე ვიქნები 54 წლის და ვილაპარაკებთ ისევ ამ თემაზე. ვამბობ რომ არ მივდივარ. რაც შეეხება ჩემს აქტივობას, ეს არის სტანდარტული სამოქაალქო პოზიცია. მაინცდამაინც უცხოეთი უნდა მიხდიდეს ხელფასს რომ ჩემი ქვეყნის სატკივარზე გამოვდიოდე და ვსაუბრობდე? საბჭოთა კავშირმა ჩვენ მიგვაჩვია სოციალურ პასიურობას. მე არ ვარ და არც ვაპირებ რომელიმე პარტიის წევრი, მე არ ვარ დანიშნული ექსპერტი, თქვენ რომ გყავთ რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ყველა თემაზე ექსპერტები არიან. დიახ, მე არ განვეკუთვნები მათ კატეგორიას, მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, ფულს და ხელფასს არ ვიღებ იმაში მე რასაც ვამბობ“, - განაცხადა ვასაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






