ნინო ბურჯანძის პარტიის წევრის დედამ სახლში ,,კალაშნიკოვი“ აღმოაჩინა
პოლიტიკა - 21:43, 30 May, 2014     3547

ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრის საცხოვრებელი სახლის ტახტში ოჯახის წევრმა ავტომატი ,,კალაშნიკოვი“ აღმოაჩინა, - ამის შესახებ ,,გურია ნიუსი“ წერს.

რამდენიმე საათის წინ "გურია ნიუსს" აცნობეს, რომ საოლქოში, "ბურჯანაძე -დემოკრატების" წარმომადგენლ ხათუნა ნაკაიძის სახლში, დედამ, "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატური იარაღი იპოვა, რომელიც საცხოვრებელი სახლის შესასვლელში "ტახტში" იყო ჩადებული.

ხათუნა ნაკაიძის დედა ზაირა თოლორდავამ, ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატ კახა ჩავლეშვილს ამცნო, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ამ წუთებში ნაკაიძის სახლში მობილიზებული არიან სამართალდამცავები და კრიმინალისტები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტის სწავლობენ.

"ბურჯანაძე- დემოკრატების" ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში მოგვიანებით ბრიფინგია დაგეგმილი.

"ხათუნა ნაკაიძე არის ჩვენი წარმომადგენელი საოლქო კომისიაში, მან დამირეკა რომ სასწრაფოდ მოვსულიყავი მასთან სახლში.

ხათუნას დედა ალაგებდა სახლს, ასწია "ტახტი" სადაც ნახა "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღი, მე დავირეკე პოლიციას და ვამცნე ამის შესახებ. როგორც ქალბატონი აღნიშნავს, ერთი კვირის წინ იმ ადგილას არაფერი არ იდო. თან დევს ძალიან პრიმიტიულად, რაღაცა სათამაშო რომ დააგდო ისე იდო ამხელა "კალაშნიკოვი". ამ სახლში ცხოვრობს ხათუნას დედა, მამა და მისი ძმა, რომელიც თვე-ნახევარია სამუშაოდ წასულია. სახლში ამჟამად არ იმყოფება.

სხვათა შორის დედამისს ტელეფონზე ემუქრებოდნენ კიდეც, სად აგდია შენი შვილი და სხვა. დარწმუნებული ვარ, ეს არის განზრახ გაკეთებული, რომელსაც ნახავდნენ ხვალ ან ზეგ და მოჰყვებოდა კი იცით რა ამბავიც. ყველა საფუძველი არსებობს იმისა, ვივარაუდოთ, რომ ეს არის სპეციალურად დადებული.

არა მგონია რომ პოლიციას დაედო, მაგრამ პოლიციას რომ შეატყობინებდნენ ამის შესახებ, ფაქტია", _ ამბობს კახა ჩავლეიშვილი.

ხათუნა ნაკაიძის დედის, ზაირა თოლორდავას თქმით, მათ იარაღი სახლში სპეციალურად ჩაუდეს.

"ერთი კვირის წინ დავალაგე სახლი, მსგავსი რამ ნამდვილად არ იყო, დღეს რაღაცას ვეძებდი და ვნახე ამხელა ავტომატი, ეს რა არის მეთქი ვიკივლე, რის ავტომატი მაქვს მე? ეს რა ხდება გამაგებინეთ! გული გამისკდა შვილო, ეს არის სპეციალურად ჩადებული, ორ შვილს ვფიცავარ რომ გავიგებ ვინ გააკეთა, თვალებს ამოვთხრი და ციხეში ჩავჯდები".

,,გურია ნიუსის" ფოტო-მასალა:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42