უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" შეტანილ ცვლილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით პრემიერს და მის ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა მოემსახურება
„მთელი ცხოვრების განმავლობაში, სახელმწიფომ მარტო ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი არ უნდა დაიცვას...
ეს ცოტაა!... ირაკლი მეტს იმსახურებს, გაცილებით მეტს! ყველა და ყველაფერი უნდა დავიცვათ - ვისაც შეეხო, რასაც შეეხო, ვისაც გაუღიმა, ვისაც აგინა...
სახელმწიფომ უნდა დაიცვას მისი ნათესავები, ახლობლები, სიმამრი - შენ ხარ ჩემი ბატონი, ყველა სკამი - სადაც ჩამომჯდარა, ყველა მაგიდა - რომელზეც უმუშავია...
დასაცავია ყველა ფრაზა, რომელიც მის ბაგეთაგან მოწყვეტილა, ყველა სისულელე, რომელიც უთქვამს, ყველა უუნარო მინისტრი, რომელიც მას დაუნიშნავს...
დიიდო ჰაკიმ ფაშა! ერთი სათაფლიაშიც ხომ არ გაისეირნებდით, თქვენს ნაკვალევსაც დავიცავთ, დინოზავრის ნაკვალევის გვერდით... დღეგრძელი იყოს ჰაკიმი!“, - წერს ხაჩიძე „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






