რა საეჭვო ფაქტები აღმოაჩინა IDFI-მ ალექსანდრე ჭიკაიძის „ფეისბუქის“ გვერდზე
პოლიტიკა - 18:15, 30 May, 2014     3736

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური „ფეისბუქ“–გვერდის მონიტორინგი განახორციელა. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ შს მინისტრის „facebook“-გვერდის გადახედვისას დადებითი შინაარსის კომენტარების სიჭარბე შეიმჩნევა.

მათივე ინფორმაციით, კომენტარების დამწერთა უმეტესობა აღნიშნულ „Facebook“–ანგარიშს პირადი ინტერესებისთვის არ იყენებს და მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის აქვს შექმნილი.

ინსტიტუტმა ჩაატარა ექსპერიმენტი და უწყების „ფეისბუქ“– გვერდზე ასეთი შინაარსის კომენტარი განათავსა: „გამარჯობა. რატომ იშლება კომენტარები და რატომ არის მხოლოდ დადებითი შინაარსის მოსაზრებები დატოვებული ყველა პოსტზე?“.

"დღეისათვის ეს კომენტარი ამავე ანგარიშიდან ჩანს, თუმცა თუ მინისტრის გვერდზე Facebook-ის სხვა ანგარიშიდან შეხვალთ, აღნიშნულ შეკითხვას ვეღარ ნახავთ. როგორც მოგეხსენებათ, Facebook ადმინისტრაციამ ბოლო დროს დაამატა კომენტარების დამალვის ფუნქცია. მისი გამოყენების შემთხვევაში, კომენტარის ავტორი ვერ ხვდება რომ მისი მოსაზრება გვერდის ადმინისტრატორმა სხვა ადამიანებისთვის შეუმჩნეველი გახადა. მსგავსი ფაქტი დავაფიქსირეთ 2013 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე", - აცხადებენ IDFI-ში.

ამასთან, IDFI–მ გამოიკვლია კომენტარების იმ ავტორების ნამდვილობაც, რომლებიც მინისტრის გვერდზე აქტიურობენ.

„ჩვენი აზრით, 48 მომხმარებლიდან სავარაუდოდ, მინიმუმ, 24–ის Facebook–პროფილი ნამდვილი არ უნდა იყოს. ამის თქმის საშუალებას იძლევა რამდენიმე ფაქტი. პირველ რიგში, მათი უმეტესობა შექმნილია 2014 წლის დასაწყისში (ძირითადად სამი თვე, იანვარი, თებერვალი და მარტი – 36 შემთხვევა) ან 2013 წელს (5 შემთხვევა). პროფილის ყველა ფოტო ატვირთულია ერთსა და იმავე დღეს, უმეტესწილად Facebook ანგარიშის შექმნის პარალელურად, დროის ერთ მონაკვეთში, წამებისა და წუთების ინტერვალით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფილის ფოტოების გარდა, იშვიათია მათი მხრიდან სოციალურ ქსელში აქტივობა. რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, მათი მეგობრების შემოწმებით გამოჩნდა, რომ ამგვარ ადამიანებს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ. ერთი საინტერესო გარემოებაც დაფიქსირდა: პიროვნება გიორგი დვალიშვილის სახელზე პროფილის ფოტოდ დაყენებული იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის – ვახუშტი მენაბდეს სურათი. მხოლოდ რამდენიმე ერთეული ადამიანის პროფილის ჭეშმარიტება არ იწვევდა ეჭვს. მათი რაოდენობა 6-დან 10-ს შორის მერყევობს...თითქმის მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა 2012 წელს დიმიტრი შაშკინის ოფიციალურ „Facebook“–გვერდზე, როდესაც ის იკავებდა ჯერ თავდაცვის მინისტრის და მოგვიანებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტებს“,- აღნიშნულია IDFI-ს ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42