ზაქარია ფალიაშვილის რძალი ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლალი მიქავამ განაცხადა, საქმე ეხება ნიკა მელიას სააღსრულეო ბიუროს თავჯდომარედ ყოფნის პერიოდს.
“ვარ დევნილი 11 წლის განმავლობაში, უფლებებწართმეული. ცდილობენ ფიზიკურადაც გამანადგურონ. არც ერთ უწყებას, რომელსაც უკვე 19-ჯერ მივმართე, არ უნდათ, დამიბრუნონ ყაჩაღების მიერ მოპარული საკუთრება, რადგან ეს ყაჩაღები დღესაც ხელისუფლებაში სხედან. მათთან ერთად კი ახლანდელი მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელიც 2008 წელს სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარე იყო. მე წამართვეს სახლის ნაწილი ჩიტაძის ქუჩაზე, რომელიც მიანდერძა ჩემმა მეუღლემ, კომპოზიტორმა ოთარ გორდელი-ფალიაშვილმა. ამით გაანადგურეს ოთარ გორდელის სახლ-მუზეუმი – “შემოქმედება”. ამ სახლში გორდელის მამის ზაქარია ფალიაშვილის მიერ დაწერილი იყო ოპერა “დაისი”. ასევე უკანონოდ გამიყიდეს და დააყადაღეს როიალი, რაც 45-ე მუხლის თანახმად, დაყადაღებას არ ექვემდებარება, რადგან პროფესიით პიანისტი ვარ. 10 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ განხილულა და ჩემი მითითებები უყურადღებოდ არის დარჩენილი. ეს ყველაფერი ხდებოდა ჯერ გიგა აგულაშვილის და შემდეგ, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. მომპარეს ჩემი ინტელექტუალური საკუთრება და მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროსგან მოვიგე 81 ათასი დოლარი (რადგანაც მიითვისეს ჩემი დაპატენტებული პროექტები ფესტივალი “ვაზის საგალობელი”) და ხელზე მქონდა სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების სტადიაზე 6 თვის განმავლობაში, ნიკა მელიამ არ მომცა ეს ფული და იურისტთან ერთად დაარღვია არა ერთი კანონი”, - განაცხადა ლალი მიქავამ
მასალის გამოყენების პირობები






