პრემიერს და მის ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა მოემსახურება
პოლიტიკა - 16:19, 30 May, 2014     4681

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც სახელმწიფო დაცვის სამსახური დაიცავს.

შესაბამისი ცვლილება "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილებაში შევიდა.

დადგენილებით განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ახორციელებს. კერძოდ, ესენია: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირები. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მათ დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე ახორციელებს.

მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებით კი, სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვით სარგებლობის პრივილეგია პრემიერ-მინისტრსაც მიენიჭა და დადგენილების შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: "სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების (საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე), უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42