„თუკი პროპორციული სიის ერთმა წევრმაც კენჭისყრაზე უარი თქვა, მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” რეგისტრაციიდან მოიხსნება“,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ არასამთავრობოების მიერ გავვრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
“საერთოდ ხელისუფლება გაუგონარ რაღაცას აკეთებს, რაც საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია. მართლა მაინტერესებს ეს ვირ-ეშმაკობა ვინ მოიგონა. ანუ პარტიებს აცალეს, რომ რეგიტრაცია დასრულებულიყო, ახლა დაერივნენ სიაში ჩაწერილ კანდიდატებს და საკრებულოს წევრობაზე “საკუთარი სურვილით” ათქმევინებენ უარს? ეს ხომ აბსურდია. ფორმალურად გამოდიან და იძახიან – “ხალხმა გაიღვიძა, აღარ უნდათ ამ პარტიაში ყოფნა” - ორი კვირის წინ უნდოდათ და ახლა აღარ?! ეს ძირითადად ხდება ისეთ რაიონებში, სადაც მთავრობას ეშინია. 11 ოლქია, სადაც ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. ძირითადად ეს ან მაღალმთიანი ან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ოლქებია, რომელიც სპეციალურადაა აღებული. აქ სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამის გაბედვა უფრო უადვილდება. რატომ აკეთებენ ამას, ლოგიკას ვერ ვხედავ. ეს ან პანიკის ან ღორობის ნიშანია, არჩევანი თვითონ გააკეთონ”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. არასამთავრობოს წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე საკუთარი კანდიდატურა ზეწოლი შედეგად 32-მა კანდიდატმა მოხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






