ღარიბაშვილი სამართალდამცავებს: მე თქვენი იმედი მაქვს!
პოლიტიკა - 14:27, 30 May, 2014     1717

ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა და სამართალდამცავებს მიმართა.

ღარიბაშვილის განცხადებით მთავრობას და სამართალდამცავ ორგანოებს ერთი მიზანი აერთიანებთ და ეს მიზანი საქართველოს ინტერესების დაცვაა:

„პოლიციელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველას, თითოეულ პოლიციელს და შსს-ს სრულ შემადგენლობას. დღეს ჩემთვის ემოციური დღეა, დღეს მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ ღონისძიებას, ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო და ასევე ძალიან საპატიო შინაგან საქმეთა მინისტრობა. ამ უწყებაში გატარებულმა თითოეულმა დღემ მომცა განსაკუთრებული გამოცდილება, განვიცადე ის ბედნიერება რასაც ქვია შენი სამშობლოს სიყვარული და სამსახური, აქ შეგიძლია გამოხატო ბოლომდე შენი ერთგულება და სამშობლოს სიყვარული. აქ შეგიძლია დაამტკიცო თუ როგორ ერთგულად ემსახურები შენს ქვეყანას.

მე ვარ მადლიერი თითოეული თქვენგანის. თქვენი წარმატებული საქმიანობა განაპირობებს მინისტრის წარმატებულ საქმიანობას. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობა. ლექსო არის ნამდვილი პოლიციელი, ის არის ღირსეული ადამიანი, რომელიც ღირსეული პოლიციელის ოჯახში აღიზარდა, ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ გიღალატებს. მე ვიცი, რომ თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მინისტრის იმედი.

მე და მთელი ჩვენი საზოგადოება იმედის თვალით შემოგყურებთ. თქვენ დგახართ თითოული მოქალაქის სიცოცხლის და უსაფრთხოების სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ არის პოლიციელის საქმე ძალიან საპატიო და დასაფასებელი.

მსურს პატივი მივაგო ჩვენს გმირ პოლიციელებს, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საკუთარ სამშობლოს შეეწირნენ.

დღეს ქართული პოლიცია არცერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში არ დგას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამუდამოდ დავამთავრეთ პოლიციის ძალადობა საკუთარ ხალხზე, დამთავრდა ის დრო როცა პოლიციელის დანახვაც კი მოქალაქეს შიშის ზარს სცემდა. მე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც კანონს დაარღვევს ყველა იქნება დასჯილი უმკაცრესად. აქ უნდა ჩანდეს თქვენი პროფესიონალიზმი. უნდა აღკვეთოთ დანაშაული ისე, რომ არ დაითრგუნონ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მიზანია კანონით ვებრძოლოთ დანაშაულს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება.

მსურს აღვნიშნო, რომ ხანდახან მესმის კრიტიკა თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ძალიან განვიცდი, საკუთარ თავზე ვიღებ და მიმაჩნია, რომ ხშირს შემთხვევაში ეს კრიტიკა არის არაობიექტური და უსამართლო. არავის არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ თუნდაც უსამართლოდ გაგაკრიტიკონ თქვენ.

დღეს ჩვენ გვყავს პოლიცია, რომელიც მოქმედებს დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის პრინციპების დაცვით. ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო მიზანი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენი პოლიცია არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ დაარღვიოს ხალხის სიმშვიდე.

მინდა გჯეროდეთ, რომ მე როგორც მთავრობის მეთაური და როგორც თქვენი მეგობარი თქვენს გვერდით ვარ, თქვენი საქმიანობა აუცილებლად დაგიფასდებათ, მე თქვენი იმედი მაქვს, არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ემსახურებით საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42