პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს რომ პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ოპოზიციის არც ერთი ლიდერი არ მიიწვიეს.
აღნიშნულ თემასთან დაკაშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
„პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თითოეულ პოლიციელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებთ წარმატებას და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.
სინანულით გვინდა აღვნიშნოთ ამჟამინდელი ხელისუფლების ვიწრო პარტიული მიდგომით გამოწვეული გადაწყვეტილება - დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე არ მიიწვიოს ოპოზიციის არც ერთი ლიდერი. ეს ერთიორად დასანანია, რადგან შევარდნაძის პერიოდის კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან პრაქტიკულად შეზრდილი პოლიციის ნაცვლად თანამედროვე პოლიციის შექმნა მოხდა სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ პოლიციელებს და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს“,- აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






