ეთნოსთაშორის სფეროში მომუშავე არასამთავრობოების განცხადება გარდაბნის ინციდენტზე
პოლიტიკა - 14:03, 30 May, 2014     643

ეთნოსთაშორისი ურთიერთობების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ

გუშინ, 28 მაისს, ღამის 12.00 სთ. გარდაბანში ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს (სვანებს) შორის დაპირისპირება მოხდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბენზინგასამართ სადგურ „სოკარ“-ის ტერიტორიაზე მდებარე მარკეტთან. თავდაპირველად ინციდენტი რამოდენიმე პირს შორის მოხდა, თუმცა ის ამით არ ამოიწურა და მოგვიანებით ინციდენტში მონაწილე სვანების საახლობლო გაემართა გარდაბნის ჩაიხანაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აზერბაიჯანელები იმყოფებონდნენ, რომელთაც თავდაპირველ ინციდენტთან კავშირი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაპირისპირებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო, სადაც მონაწილეობას 400მდე ადამიანი იღებდა. ინციდენტი დილის 5 საათამდე გაგრძელდა, მიუხედავად ადგილობრივ სამართალდამცავთა მცდელობისა განემუხტა სიტუაცია. მხოლოდ სპეცრაზმის ჩარევის შემდეგ მოხერხდა სიტუაციის დროებითი განმუხტვა, თუმცა დილიდან გარდაბნის ცენტრში ორივე მხარის წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ. მათი რიცხვი 150 კაცს აღწევს და ვითარება უფრო და უფრო იძაბება. აღსანიშნავია, რომ შეკრებილ საზოგადოებაში აქტიურად შეინიშნებიან პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ლიდერები, ასევე შეიმჩნევა ცალკეულ პირთა მხრიდან კონფლიქტის პროვოცირება რელიგიური ნიშნით, თუმცა ის არ ჰპოვებს მხარდაჭერას შეკრებილთა შორის.

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, შეშფოთებას გამოვთქვამთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს და დაპირისპირებამ ეთნიკური ელფერი მიიღოს. მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ფაქტი ოპერატიულად იქნას გამოძიებული და გატარდეს კანონით განსაზღვრული სანქციები დამნაშავე პირების მიმართ. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს, სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და თავი შეიკავონ ინციდენტში ჩარევისაგან პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით. ასევე გარდაბნის მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ და რომ თავიანთი ქვემდებებით არ შეაფერხონ შესაბამისი სტრუქტურების მუშაობა. ამას გარდა, მივმართავთ მედიას, რათა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფარგლებში იმოქმედონ.

არნოლდ სტეფანიანი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“

ზვიად დევდარიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

აგიტ მირზოევი, ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი

ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრციის ფონდი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42