ნანუაშვილი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
პოლიტიკა - 13:51, 30 May, 2014     1245

სახალხო დამცველი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. შესაბამისი თხოვნით უჩა ნანუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. როგორ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

„საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან, მაილსერვერებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის და კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირების შესაძლებლობას აძლევს.

კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს სახალხო დამცველი „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების და მეორე წინადადების სიტყვების – „აღნიშნული მიერთების შედეგად...“, ასევე „ზ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები პირდაპირ ზემოქმედებენ კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღება–გადაცემის ისეთ სფეროებზე, რომელიც უშუალოდ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება).

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ე.წ. „მუდმივი მიერთება“, სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი და საინფორმაციო ბანკების კოპირების შეუზღუდავი უფლება გულისხმობს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გააჩნიათ კონსტიტუციურ–სამართლებრივი რეგულირებისა და დაცვის სივრციდან გასული და შეუზღუდავი უფლება, მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი კომუნიკაციის და პირადი მონაცემების დაცულ სფეროზე, ანუ, პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე და ახორციელებენ მის მუდმივ მონიტორინგს, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის კონტროლის ან ამ ძალაუფლების შეზღუდვის მექანიზმს.

სარჩელის დასაბუთების მიხედვით, სადავო ნორმით დაცული არ არის ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისადმი კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის სადავო დებულებებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები არ საჭიროებს სასამართლოს სანქციას. კანონი ასევე, არ უთითებს ოპერატიული ორგანოების მიერ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში გამოყენების თაობაზე, რაც სახალხო დამცველის აზრით, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, ახლებურად დაარეგულიროს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული დებულებები. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42